საქართველოს დაცვისთვის წარმოებულ ომებში იღებენ მონაწილეობას - ღარიბაშვილი უკრაინაში დაღუპულ მებრძოლებზე

პრემიერ-მინისტრი

მთავრობის მეთაურმა, ირაკლი ღარიბაშვილმა უკრაინაში დაღუპული გმირი მებრძოლების ოჯახის წევრებსა და ახლობლებს სამძიმარი გამოუცხადა.

მისი თქმით, მებრძოლები დაკრძალე ს, ისე, როგორც სამხედრო ოფიცრებს შეეფერებათ, რომლებიც  ჩვენი ქვეყნის საქართველოს დაცვისთვის წარმოებულ ომებში იღებენ მონაწილეობას.

„მე სამძიმარს ვუცხადებ ყველა გარდაცვლილის ოჯახს, მათი ოჯახის წევრებს, სახელმწიფომ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ მომხდარიყო ღირსეულად მათი ჩამოსვენება და სამხედრო პატივით დაკრძალვა, ისე როგორც შეეფერება სამხედროებს, ყოფილ ოფიცრებს  და ვეტერანებს, რომლებიც  ჩვენი ქვეყნის, საქართველოს დაცვისთვის წარმოებულ ომებში იღებენ მონაწილეობას.

კიდევ ერთხელ მინდა გთხოვოთ ყველას, ჟურნალისტებს, პოლიტიკოსებს, რომ გარდაცვლილი სამხედროებით, მათი სიკვდილით, ამ უბედურებით,  ტრაგედიით ნუ შევეცდებით გარკვეული დივიდენდების მიღებას, ეს არის უზნეობა“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ცნობისთვის, უკრაინაში, ომში დაღუპულ მებრძოლს დავით გობეჯიშვილს დღეს სამხედრო პატივით დაკრძალავენ.

გობეჯიშვილი ირპენში 25 მარტს გარდაიცვალა. ის 2008 წელს  საქართველოსა და რუსეთის ომში მონაწილეობდა. გობეჯიშვილი სოხუმიდან დევნილი იყო და ამავე ომშიც იბრძოდა.

უკრაინისა და რუსეთის ომში 4 ქართველი მებრძოლი - დავით რატიანი, გია ბერიაშვილის, ბახვა ჩიქობავა და დავით გობეჯიშვილი დაიღუპა. სამწუხაროდ ბახვა ჩიქობავას საქართველოში გადმოსვენება ამ დრომდე ვერ ხერხდება.