რომის პაპი: წყვილები, რომლებიც შვილებს შინაურ ცხოველებს ამჯობინებენ, ეგოისტები არიან

რომის პაპი

წყვილები, რომლებიც შვილებს შინაურ ცხოველებს ამჯობინებენ, ეგოისტები არიან,- ამის შესახებ რომის პაპმა ფრანცისკემ განაცხადა.

ინფორმაციას Guardian-ი ავრცელებს.

„დღეს ეგოიზმის ფორმას ვხედავთ. ჩვენ ვხედავთ, რომ ზოგიერთს არ სურს შვილის გაჩენა. ერთი შვილი ჰყავთ, მაგრამ ჰყავთ ძაღლები და კატები, რომლებიც ბავშვების ადგილს იკავებენ. ამან შეიძლება ხალხი გააცინოს, მაგრამ ეს რეალობაა“, - აღნიშნა რომის პაპმა.

რომის პაპის თქმით, მამობისა და დედობის უარყოფის შედეგად, ადამიანების რაოდენობა მცირდება და კაცობრიობა ქრება.

„ცივილიზაცია ბერდება კაცობრიობის გარეშე, რადგან ჩვენ ვკარგავთ მამობისა და დედობის სიმდიდრეს“, - აღნიშნა მან.