ზოდიაქოს 6 ნიშნისთვის 2025 წელი ყველაზე წარმატებული იქნება
1731779211
რომის პაპი ფრანცისკე აცხადებს, რომ სურს უკრაინაში ჩასვლა, თუმცა ამისთვის შესაფერის მომენტს ელოდება. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ამის შესახებ რომის პაპმა ფრანცისკემ სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრისას განაცხადა.
160 სკოლის მოსწავლეს შორის იყო უკრაინიდან ლტოლვილი ბიჭი, რომელმაც ფრანცისკეს ჰკითხა, შეუძლია თუ არა მას უკრაინაში ჩასვლა და იქ მყოფი ბავშვების გადარჩენა.
„მე ვისურვებდი უკრაინაში წასვლას. მაგრამ ამის გასაკეთებლად აუცილებელია, დაველოდო შესაბამის დროს, რადგანაც მარტივი არაა გადაწყვეტილების მიღება, რომელმაც შეიძლება, მეტი ზიანი მოუტანოს მთელ მსოფლიოს, ვიდრე სიკეთე“, – განაცხადა რომის პაპმა.
ამასთან, მან აღნიშნა, რომ უახლოეს მომავალში ელოდება უკრაინის ოფიციალურ პირებთან შეხვედრას, მისი შესაძლო ვიზიტის დეტალების განსახილველად.
ასევე დაგაინტერესებთ:
👉 VIDEO: ნახეთ, გიორგი ნაზღაიძის რეაქცია, როცა გაიგო, რომ „პრაიმ ჰაუსში“ ანი ყიფშიძე დარჩა
👉 „კატო გაქრისტიანდა“ - რა ფოტოებს აქვეყნებს რუსკა მაყაშვილი