პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
დაძაბული სამხედრო და პოლიტიკური ვითარების ფონზე, უკრაინიდან მოქალაქეების გაყვანას აგრძელებს საერთაშორისო თანამეგობრობის ნაწილი. გარდა ამისა, საკუთარ დამკვირვებლებს კონფლიქტურ ზონებს ატოვებინებს ეუთოც.
ეუთოს გადაწყვეტილებას შტატების პოლიტიკის გაგრძელება უწოდა მარია ზახაროვამ. რუსეთის საგარეო უწყების პრესსპიკერი ამტკიცებს, რომ დასავლეთის ქმედებებს ობიექტური საფუძველი არ აქვს.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს დღეს მსოფლიო პატრიარქიც გამოეხმაურა. ბართოლომეო პირველმა მართლმადიდებლურ სამყაროს სიმშვიდისკენ მოუწოდა და თქვა, რომ ყველა უკრაინელს აქვს უფლება მშვიდობიან გარემოში იცხოვროს.
ამერიკისა და რუსეთის პრეზიდენტების ბოლო სატელეფონო საუბრის დეტალები გაასაჯაროვა თეთრმა სახლმაც. ოფიციალური ვაშინგტონის ინფორმაციით, ჯო ბაიდენმა პუტინი უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, დასავლეთის მხრიდან მოსალოდნელ მკაცრი რეაქციის შესახებ გააფრთხილა. დიალოგის შინაარსზე ისაუბრეს რუსეთშიც. კრემლის საგარეო პოლიტიკის მრჩეველი აცხადებს, რომ მოსკოვს დასავლეთის პასუხზე უსაფრთხოების წინადადებებთან დაკავშირებით რეაგირება მალე ექნება.