„სხვა გზა არ მაქვს, ნატა... ძალიან არ მინდოდა...“ - თამუნა მუსერიძე
1794339158
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა აღმოსავლეთ უკრაინის ქალაქ დონეცკიდან ეუთოს თანამშრომლების გაყვანა დაიწყო. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.
გამოცემის ცნობით, რამდენიმე ჯავშანმანქანამ ეუთოს ლოგოთი და ჩემოდნებით სადამკვირვებლო მისიის შტაბ-ბინა დატოვა.
მისიის ოფიციალური ვებგვერდის თანახმად, უკრაინაში ეუთოს 680 დამკვირვებლიდან, 515 ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილშია ბაზირებული.
აღნიშნულის თაობაზე ეუთოს ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია.