წმინდა დიდმოწამის, გიორგის სასწაული, რომელიც ახლო წარსულში მოხდა
1732308814
ამერიკის შეერთებული შტატები, რუსეთის უკრაინაში შეჭრას უკვე ნებისმიერ მომენტში ელოდება. ინფორმაცია ამის შესახებ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველმა ჯეიქ სალივანმა სპეციალურ ბრიფინგზე გააჟღერა. ვაშინგტონმა ამ ინფორმაციის წყაროდ, დაზვერვა დაასახელა, თუმცა, თეთრ სახლში დაზუსტებით არ იციან, მიიღო თუ არა პუტინმა შეჭრაზე საბოლოო გადაწყვეტილება.
უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში რუსეთი დასავლეთისგან უმკაცრეს სანქციებს მიიღებს - ეს ვაშინგტონის პოზიციაა, რომელიც სერგეი ლავროვს დღეს ენტონი ბლინკენმა სატელეფონო საუბრისას უთხრა.
თავის მხრივ რუსეთის საგარეო უწყების ინფორმაციით, სატელეფონო საუბრის დროს სერგეი ლავროვმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ შეერთებული შტატებისა და მისი მოკავშირეების მიერ დაწყებული კამპანია რუსეთის აგრესიის შესახებ უკრაინის ხელისუფლებას მინსკის ხელშეკრულების საბოტაჟს ახალისებს.
"რუსთავი 2-თან" ინტერვიუში, ანალიტიკოსი რიჩარდ უეითზი განმარტავს, თუ რამდენად დაუცველი იქნებიან სხვა ქვეყნები, მათ შორის საქართველო, თუკი უკრაინაზე აგრესიის შემთხვევაში დასავლეთის პასუხი სუსტი იქნება. მოსკოვის გავლენის სფეროს აღდგენის არდაშვება, მისი აზრით ამ ქვეყნების დახმარებას და რუსეთის შესაძლო აგრესიის თავიდან აცილებას ითვალისწინებს.
უკრაინაში რუსეთის შესაძლო აგრესიაზე სასაუბროდ ბაიდენი მოკავშირეებს კიდევ ერთხელ ესაუბრა. რუსეთის აგრესიის საპასუხოდ მოკავშირეები შეთანხმდნენ, კოორდინირებულ ქმედებაზე და მაღალი ეკონომიკური ფასის დაწესებაზე. შეერთებული შტატები აღმოსავლეთ ევროპაში, კერძოდ პოლონეთში, მომავალ კვირას დამატებით 3000 სამხედროს გაგზავნის. პარალელურად, მოსალოდნელი საფრთხის გამო ამერიკის შეერთებული შტატები ამერიკელებს უკრაინის დატოვებას ურჩევს, თავიანთი მოქალაქეები უკრაინიდან ასევე გაჰყავთ ბრიტანეთს, ლატვიას, ნორვეგიას და ნიდერლანდებს.