დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
„როდესაც უკრაინის დროშა ბრუნდება ტერიტორიაზე, არავის ახსოვს ანექსიების ფარსი“, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების პერსპექტივებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქვეყანა ინტეგრაციის მიმართულებით მიდის და რომ ეს პროექტი განხორციელდება.
„ყოველდღე ორჯერ მაინც, დილით და საღამოს, მე ვიღებ ანგარიშებს ჩვენი სამხედროებისგან. ამ კვირაში მოხსენებებში უდიდესი ნაწილი უკავია ჩვენი თავდაცვითი ოპერაციის ფარგლებში მტრისგან გათავისუფლებულ დასახლებულ პუნქტებს. დონეცკის ოლქის ლიმანის გათავისუფლების ამბავი ახლა ყველაზე მეტად გავრცელდა. მაგრამ ჩვენი მეომრების წარმატებები მხოლოდ ლიმანით არ შემოიფარგლება. იცით, ასეთი ტენდენციაა… ცოტა ხნის წინ, ვიღაცამ სადღაც ფსევდორეფერენდუმები გამართა და როცა უკრაინის დროშა ბრუნდება, რუსული ფარსი რაღაც ფურცლებით და რაღაც ანექსიებით არავის ახსოვს. გარდა, რა თქმა უნდა, უკრაინის სამართალდამცავი ორგანოების. რადგან ამაზე პასუხს აგებს ყველა, ვინც ჩართულია ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ აგრესიის ნებისმიერ ელემენტში“, – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.