თბილისში, ნაქირავებ ბინაში 23 წლის ბიჭი გარდაცვლილი იპოვეს
1775076071
ბევრმა არ იცის, რომ აჩიკო მეფარიძე 2010 წელს, 24 წლის უკრაინელ გოგონაზე იყო დაქორწინებული. მომღერალი დაშორების მიზეზებზე გადაცემაში „სხვა კითხვები“ საუბრობს.
„ოჯახის შექმნის გადაწყვეტილება მარტივად მივიღე. აქ ცხოვრობდნენ, თბილისელი უკრაინელია. ჩემი ფანი იყო. ქვის ხომ არ ვარ, იმდენად იმოქმედა ჩემზე, რომ სხვა დამოკიდებულებაში გადაიზარდა. ეს ორი წელი კარგად მახსოვს. თვითონაც კარგად ახსენდება, კონტაქტი დღემდე გვაქვს.
ძალიან მინდოდა, რომ ბავშვი გვყოლოდა და მუცლის მოშლა არ ყოფილიყო. 4 თვის იყო... ორსულობის შეწყვეტის შემდეგ მალევე დავშორდით, ამან ჩემზე ძალიან იმოქმედა“ - გაიხსენა მომღერალმა.