1734791820
რობერტ ფიცო აცხადებს, რომ უკრაინის NATO-ში გაწევრიანებას არასდროს დათანხმდება
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო აცხადებს, რომ ის არასდროს დათანხმდება უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებას.
„ვიდრე მე ვიქნები სლოვაკეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი, ვიზრუნებ იმაზე, რომ დეპუტატებმა, რომლებზეც მაქვს პოლიტიკური კონტროლი, როგორც პარტიის თავმჯდომარეს, არასდროს დათანხმდნენ უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებას“, – განაცხადა რობერტ ფიცომ.
სლოვაკეთის პრემიერმა აღნიშნა, რომ უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება მესამე მსოფლიო ომის საფუძველს შექმნის.
რაც შეეხება უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას, ფიცოს თქმით, მას ამის საწინააღმდეგო არაფერი აქვს, თუმცა მიიჩნევს, რომ ეს არის გზა, რომელიც რამდენიმე წელიწადში არ იქნება გავლილი.