"რაც ნეგატიური ვიხილეთ ამ დასკვნაში, ზუსტად იგივენაირი პუნქტებია აშშ-ის არჩევნების შეფასებაშიც" - ლევან მაჭავარიანი ეუთო/ოდირის დასკვნებზე

ლევან მაჭავარიანი

ეუთო/ოდირმა ამერიკაში გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებითაც გამოაქვეყნა წინასწარი შედეგები და დასკვნები. დოკუმენტში დეზინფორმაციისა და ძალადობის შემთხვევებზეცაა საუბარი. "ქართული ოცნება" ოპონენტებს ურჩევს, გაეცნონ ამერიკის არჩევნებზე გაკეთებულ დასკვნას. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ არ არსებობს არცერთი სანდო დოკუმენტი, სადაც წერია, რომ ამერიკაში, არჩევნების დროს, დემოკრატიის ფუნდამენტური პრინციპების დარღვევებს ადგილი ჰქონდა.

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანი აცხადებს, რომ არჩევნების ლეგიტიმაციის საკითხი სრულად მოხსნილია.

"რაც ნეგატიური ვიხილეთ ამ დასკვნაში, ზუსტად იგივენაირი პუნქტებია აშშ-ის არჩევნების შეფასებაშიც. ეს, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ყველგან ერთნაირად ხდება და დარღვევებიც ყველგან არის. რაზეც აპელირებდა რადიკალური ოპოზიცია, რომ თითქოს არჩევნები იყო გაყალბებული, მსგავსი არაფერია ამ დასკვნაში, ამიტომ არჩევნების ლეგიტიმაციის საკითხი სრულიად მოხსნილია", - აცხადებს მაჭავარიანი.