Reuters: რუსეთის მხარეს მებრძოლი ჩრდილოეთკორეელებიდან 3 ათასი დაიღუპა ან დაიჭრა

უკრაინული მედია: რუსეთის ჯარი დონბასში, ხარკოვსა და კურსკში წინ მიიწევს

რუსეთის მხარეს და უკრაინის წინააღმდეგ მებრძოლი ჩრდილოეთკორეელებიდან 3 ათასი დაიღუპა ან დასახიჩრდა. ინფორმაციას Reuters-ი ერთ-ერთ სამხრეთკორეელ კანონმდებელზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც სამხრეთ კორეის პარლამენტის წევრი ამბობს, ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლებამ საკუთარ ჯარისკაცებს მოუწოდა თავი მოიკლან, რათა ტყვედ არ ჩავარდნენ.

ტყვედ ჩავარდნილ ჩრდილოეთკორეელებს სამხრეთ კორეაში გადასვლის სურვილი ჯერ არ გამოუხატავთ, თუმცა ოფიციალური სეული მზად არის ითანამშრომლოს კიევთან, თუ ასეთი თხოვნა იქნება.