„მისი სული უკვე 50-60 წელია აქაა ჩაკეტილი...“ - ანზორ ოდიშარიამ „საქმე გახსნა“
1773518120
დღეს, აზოვსტალიდან, მარიუპოლის უკრაინელი დამცველებით, სულ მცირე 7 ავტობუსი გავიდა, - წერს Reuters თვითმხილველებზე დაყრდნობით.
ავტობუსებს თან ახლდნენ რუსი ოკუპანტებიც. ამ დროისათვის უცნობია, ზუსტად რამდენმა უკრაინელმა ჯარისკაცმა დატოვა აზოვსტალის ტერიტორია.
16 მაისს აზოვსტალიდან 53 მძიმედ დაშავებული სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.
კიდევ 211 ადამიანი ჰუმანიტარული დერეფნის გავლით ოლენივკაში გადაიყვანეს, საიდანაც, გაცვლის შემდეგ, მათ უკრაინის კონტროლირებად ტერიტორიაზე გადაიყვანენ.