რას ამბობს უკრაინელი კაცი ბუჩაში, რომელიც სახლის სარდაფში ორი კვირის განმავლობაში იმალებოდა

ბუჩა

უკრაინელი დმიტრო ლისოვი ორი კვირის განმავლობაში ბუჩაში,  სახლის სარდაფში იმალებოდა.

„რუსული ჯარი ქუჩებში იმყოფებოდა. შესაძლოა მეოთხე ან მეხუთე დღიდან გადაწყვიტეს ყველა სახლის შემოწმება. მოვიდნენ ჩვენს სახლში. გაანადგურეს ყველა ელექტრონული მოწყობილობა ჩვენს სახლში, მათ შორის ლეპტოპები, ტელევიზორის ჩათვლით და ა.შ. “ - განუცხადა ლისოვიმ CNN-ს.

რუსები სმარტფონებსაც ეძებდნენ. იმისათვის, რომ მტრისთვის კვალი აერიათ, ლისოვის ოჯახმა საკუთარი ტელეფონები დამალა, ოთახებში კი ძველი სმარტფონები დააწყეს. 

„ამის შედეგად, ჩვენ გვქონდა გარკვეული კავშირი სამყაროსთან. ჩვენ გვესმოდა ინფორმაცია რაც ჩვენ გარშემო ხდებოდა და ასევე ვიცოდით რა ხდებოდა ევაკუაციის დროს.

საშინელი იყო იმის გააზრება, რომ ყოველ წუთს რაღაც შეიძლება შენს სახლს მოხვდეს. ასევე, შეიძლება ვინმე მოვიდეს და მოგკლას, ან ნივთები გაანადგუროს“,- თქვა მან. 

საბოლოოდ, მან და მისმა ოჯახმა გადაწყვიტეს რისკზე წასულიყვნენ და გასაქცევად ევაკუაციის გზა გამოეყენებინათ.

„რუსული ჯარები ყველა ტერიტორიას აკონტროლებდნენ. ევაკუაციის დროს რუსებმა სამოქალაქო მანქანები გაანადგურეს, ჩვენ ეს ვნახეთ, ისინი ყველგან ისროდნენ“,- იხსენებს ლისოვი.

ლისოვის ოჯახი ახლა კიევში უსაფრთხოდაა. 

„ჩემი მეგობრები, სამწუხაროდ, ისევ იქ არიან ყველანაირი კავშირის გარეშე, არავინ იცის, გარადჩნენ თუ არა“,- თქვა მან. 

შეგახსენებთ, კიევის ოლქის ოკუპანტებისგან გათავისუფლების შემდეგ, უკრაინელმა სამხედროებმა 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარი იპოვეს.