პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ბუჩას მერი აცხადებს, რომ უკრაინელები რუსეთს არ აპატიებენ იმას, რაც ბუჩაში მოხდა. ამის შესახებ მერმა CNN-თან ინტერვიუს დროს განაცხადა.
მისი თქმით, „ქალაქის ნახევარი განადგურებულია“. ამ დროისთვის ცხედრების ამოცნობისთვის მუშაობენ, რომლებიც „განურჩევლად მოკლეს რუსმა ოკუპანტებმა. ბევრი მათგანი ხანდაზმული ადამიანია".
„გვრჩება შთაბეჭდილება, რომ რუსმა ოკუპანტებმა მწვანე შუქი აიღეს პუტინისგან და რუსეთის თავდაცვის მინისტრისგან. მათ ვერ შეძლეს კიევის აღება, ამიტომ თავიანთი იმედგაცრუება ბუჩაზე და მიმდებარე ტერიტორიეზე გადაიტანეს“, - დასძინა მან.
მერმა ფედორუკმა აღნიშნა, რომ ბევრი ბავშვი და მოზარდი გახდა ხოცვა-ჟლეტის მსხვერპლი, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის ჯარებისთვის „არავითარი საფრთხე“ არ წარმოადგენდა.
„შეუძლებელი იყო არ დაენახათ, რომ ისინი ბავშვები იყვნენ, არ დაენახათ, რომ დედა შვილს ატარებდა“, - განუცხადა მან CNN-ს.
ბუჩას მერი არ გამორიცხავს, რომ მსგავსი სასტიკი სურათი სხვა ქალაქებშიც ნახონ, მაგალითად კიევიდან მარიუპოლამდე, ყველგან, სადაც რუსმა ოკუპანტებმა დააბიჯეს.
ნახეთ ვიდეო