პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი რომან აბრამოვიჩისა და ქვეყნის დელეგაციის წევრების მოწამვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება და აცხადებს, რომ მოლაპარაკებების თითოეული წევრი დღეს ჩვეულ რეჟიმში მუშაობს.
მისი თქმით, ახლა უამრავი სპეკულაცია და სხვადასხვა შეთქმულების თეორია ვრცელდება, რაც სიმართლეს არ შეესაბამება.
„კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მოლაპარაკებათა ჯგუფის წევრები დღეს ჩვეულ რეჟიმში მუშაობენ,“ - თქვა მან.
ცნობისთვის, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუს ოლიგარქ რომან აბრამოვიჩსა და უკრაინის დელეგაციის სულ მცირე ორ წევრს მოწამვლის სიმპტომები აქვთ. ამ დროისთვის მათი მდგომარეობა გაუმჯობესდა და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.