VIDEO: მაქსიმ გალკინმა მისთვის ყველაზე საყვარელი ქართული სიმღერა დაასახელა და გამომწერებს უმღერა
1740247052
ამერიკაში მცხოვრებმა ქართველმა მუსიკოსებმა, უკრაინის მხარდასაჭერად საქველმოქმედო კონცერტი გამართეს.
კონცერტზე შესრულდა ევროპული და ქართული კლასიკური მუსიკა, მათ შორის ამერიკაში მოღვაწე კომპოზიტორის დავით ჭკუასელის ნაწარმოებები. ამერიკაში მოქმედმა ანსამბლ "ზეკარის " წევრებმა ტრადიციული ქართული სიმღერები "სულიკო" და "მრავალჟამიერი" შეასრულეს. საღამოს ამერიკაში მცხოვრები უკრაინელებიც ესწრებოდნენ.
კონცერტზე გაყიდული ბილეთებიდან შემოსული თანხა უკრაინელი ხალხის დასახმარებლად პოლონეთ-უკრაინისსაზღვარზე მოქმედ საერთაშორისო ფონდში გადაირიცხა.