რა ვითარებაა ამ დროისთვის კიევის ოლქში - უკრაინის გენშტაბის შემაჯამებელი ანგარიში

უკრაინის გენშტაბი

უკრაინაში არსებულ ვითარებაზე, კონკრეტულად კიევის ოლქში ამ დროისთვის უმეტესად სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება. 

კიევის ოლქში შემავალი რაიონების მიმოხილვის შესახებ ცნობებს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის ინფორმაციაზე დაყრდნობით ადგილობრივი მედია გამოცემა YNIAN-ი სტატიას Telegram-ზე აქვეყნებს. 

🔺ბელოცერკოვსკის რაიონი - სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება. ღამემ მშვიდად, დაბომბვის გარეშე ჩაიარა. ტერიტორიული თავდაცვის ძალები მზადყოფნაში არიან.

🔺ბორისპოლსკის რაიონი - წინასწარი ინფორმაციით, რეგიონის ტერიტორიაზე მოწინააღმდეგის თვითმფრინავი ჩამოაგდეს. მოწმდება ინფორმაცია, იძებნება თვითმფრინავი ან მისი ფრაგმენტები.
 
🔺ბუჩანსკის რაიონი:
❌მაკაროვის თემში არ არის წყალი, გაზი, ელექტროენერგია, კომუნიკაციები. სოფელი უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტროლის ქვეშაა, მაგრამ მუდმივად მტრის მიერ იბომბება. 
❌ ბოროდიანსკის, ბუჩანსკის და გოსტომელის თემებში - მტრის მოძრაობა შეინიშნება. განადგურებულია ინფრასტრუქტურა.
❌ბოროდიანკა დაბლოკილია. მზადდება მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია და ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება.

🔺 ბროვარსკის რაიონი:
❌ბარიშევსკაიას, კალიანსკაიას, ველიკოდიმერსკაიასა და კალინოვსკაიას თემების ტერიტორიაზე - მტრის აღჭურვილობა ფიქსირდება.
❌ 16-17 მარტის ღამეს მტერმა სარაკეტო შეტევა კალინოვსკაიას თემზე განახორციელა. დაზარალდა ერთ-ერთი დასახლებული პუნქტი - დაზიანდა ინფრასტრუქტურა და საცხოვრებელი ფართი. წინასწარი ინფორმაციით, მსხვერპლი არ არის. 

🔺ვიშგოროდსკის რაიონი:
❌ ოკუპირებულ ივანკოვსკაიას, დიმერსკაიასა და პოლესეს თემებში ჰუმანიტარული კატასტროფაა, არ არის კომუნიკაცია, ელექტროენერგია, საკვები და მედიკამენტები. ოკუპირებული დიმერის თემიდან ხალხის ევაკუაცია გრძელდება.
❌სლავუტიჩი სრულიად იზოლირებულია. საჭიროა საკვები და წამალი.

🔺ობუხოვის რაიონი - მდგომარეობა სტაბილურია და კონტროლს ექვემდებარება. ზოგიერთი პროდუქტის არასაკმარისი რაოდენობის პრობლემაა. ბენზინგასამართ სადგურზე საწვავის არასაკმარისი მოცულობებია, მოსახლეობას რიგში დგომა უწევს.

🔺ფასტოვსკის რაიონი - მდგომარეობა სტაბილურია და კონტროლს ექვემდებარება. ბენზინგასამართ სადგურის ნაწილს საწვავი ამოეწურა.

❌ სოფლის მიმართულებით ჭურვები ჩამოცვივდა. იასნოგოროდკაში დაშავებულები, გარდაცვლილები არიან და სოფელს მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა.