ვეუბნები პრემიერ ღარიბაშვილს, უსაფრთხოდ, ცივ ნიავს არ მოგაკარებ და ჩაგიყვანთ კიევში, ოღონდ მოინდომეთ - მიხეილ სააკაშვილი

mikheil saakashvili

„რუსეთი უკრაინაში კატასტროფულად მარცხდება, ჩვენები იმარჯვებენ. გუშინ ბაიდენმა წამოუდგენელი რაოდენობის იარაღის შეტანა გამოაცხადა უკრაინაში. ამ სიტუაციაში, რუსეთს უნდა სადღაც გადართოს ყურადღება. ყველაზე სუსტი რგოლი ამ ჯაჭვში საქართველოა. სალომე შეაშინეს იმპიჩმენტით და გუშინ CNN-ში ფირფიტა უკვე ამოატრიალა, სულ სხვანაირად აჭიკჭიკდა", -  ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, სადაც მისი სისხლის სამართლის ბრალდების საქმეზე საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთასთან დაკავშირებით, სხდომა მიმდინარეობს.

"საქართველოს ხელისუფლება კიევში უნდა ჩავიდეს. თუ მათ არ შუძლიათ, მე გავუკეთებ ყველაფერს, როგორც უკრაინის პრეზიდენტის მთავარი მრჩეველი და რეფორმათა საბჭოს თავმჯდომარე. ვეუბნები პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილს, სრულიად უსაფრთხოდ, ცივ ნიავს არ მოგაკარებ და აუცილებლად ჩაგიყვანთ კიევში, ოღონდ მოინდომეთ. იგივეს მივმართავ სალომე ზურაბიშვილს, ღარიბაშვილი, შესაძლოა, არ მიიღონ“,- აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.