პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება უკრაინაში ჩასვლას, მხარდაჭერის გამოცხადების მიზნით, "ამ ეტაპზე არ აპირებს".
„ოპოზიცია ისე გავარდა უკრაინაში, უკან არ მოუხედავს და არაფერი უკითხავს არცერთს, ეს მორალური მხარეა ამ ყველაფრის. როდესაც რეზოლუციაზე ვმსჯელობდით, გამოთქვეს პრეტენზია, რომ მათი თანამონაწილეობა არ იყო გათვალისწინებული, „ნაცებმა“ გააკეთეს ეს. უკრაინაში ისე წავიდნენ, რომ უკან არ მოუხედავთ. მათი მხრიდან პრეტენზიებს და არგუმენტებს ვერ მივიღებთ.
არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ყველა ქვეყნის საგარეო უწყებები ყველაფერს აკეთებენ, რომ ინტენსიური დაკვირვების რეჟიმში თავის მოქალაქეებზე იზრუნონ და საჭიროების შემთხვევაში, ისინი სხვადასხვა რისკის შესახებ გააფრთხილონ. ჩვენი საგარეო უწყებაც ამას აკეთებს, ცხელი ხაზი მუშაობს. ყველა ნაბიჯს ვდგამთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან სრულ კოორდინაციაში და აქედან გამომდინარე, ვმოქმედებთ. ყველას აქვს იმის მოლოდინი, რომ რაღაც რადიკალური და ხისტი უნდა გავაკეთოთ, ამას არავინ აპირებს, ასე არავინ იქცევა, ვინც პასუხისმგებლობაზე ფიქრობს“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.