„ახლა გავარკვიე, 100 ათასზე მეტი ჰქონია გადარიცხული…“ - გარდაცვლილი 22 წლის ბიჭის ბაბუა
1779220355
„ეხო მოსკვის“ ყოფილ მთავარ რედაქტორს, ალექსეი ვენედიქტოვს კარის წინ ღორის თავი დაუდეს და კარზე უკრაინის დროშა ჩამოუკიდეს.
ალექსეი ვენედიქტოვი თავის ტელეგრამის არხზე წერს:
„გადაწყვიტეს ჩემი და ჩემი ოჯახის დაშინება? ჩემი დაშინება, რომელიც დუდაევის ბოევიკებს დასახვრეტად დავყავდი?“
ეს სიტყვები ახლავს ფოტოს, რომელზეც გამოსახულია ვენედიქტოვის საცხოვრებელი ბინის კართან დადებული ღორის თავი და უკრაინის დროშა ქსენოფობიური წარწერით.
