რა არის ყველაზე ძვირად ღირებული არყის ფასი, რომელიც ბრილიანტის თვლებზეა გაფილტრული

 Billionaire Vodka

მსოფლიოში 10 ყველაზე ძვირად ღირებულ არაყს შორის 3,7 მილიონი დოლარის ღირებულების Billionaire's Vodka ლიდერობს.

არყის შექმნის იდეა ცნობილ დიზაინერს, ლეონ ვერესს ეკუთვნის, რომელმაც 2009 წელს Billionaire's Champagne შექმნა. მოგვიანებით კი მან დიდი ხნის ნანატრი, Billionaire's Vodka გამოუშვა. ამის შესახებ უცხოური გამოცემაც წერს. 

ეს მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებული არაყია, რომელიც ხელმისაწვდომი მხოლოდ შერჩეულ პრემიუმ ბარებშია.

მდიდრული, სადღესასწაულო Billionaire Vodka  5-ლიტრიან ბოთლში  არის ჩამოსხმული. სასმელი ყველაზე სუფთა და გლუვ რუსულ არაყს შეიცავს. გამოხდილია კრისტალურად სუფთა წყლის, მილიონობით დოლარის ღირებულების ხორბლისა და ბრილიანტის გამოყენებით.

ბოთლი გარედან მორთულია 3 000 ცქრიალა თეთრი ბრილიანტი, ხოლო არყის ბოთლი შეფუთულია თეთრი ხელოვნური ბეწვით.