1732386875
პუტინის ულტიმატუმი უკრაინას - ცნობილია, ზელენსკისთვის წაყენებული მოთხოვნები კრემლის გუნდისგან
რუსეთის ფედერაციასა და უკრაინას შორის მოლაპარაკებები "უფრო კონსტრუქციული" გახდა, - განაცხადა ზელენსკის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილემ, იგორ ჟოვკვამ.
მისი თქმით, რუსეთის ფედერაციამ უკრაინის პოზიციის მოსმენა დაიწყო:
„პირველ რაუნდებში რუსეთი მზად არ იყო ჩვენი პოზიციის მოსასმენად, მათ ულტიმატუმი წამოაყენეს - უკრაინა უნდა დანებებოდა, იარაღი დაეყარა და ჩვენი პრეზიდენტი კაპიტულაციას ხელს მოაწერდა.
ახლა, რუსეთი ოდნავ განსხვავებული ტონით საუბრობს“. - ამბობს იგორ ჟოვკვა.
მისივე ცნობით, მოლაპარაკებებზე უკრაინის წარმომადგენლები „ზომიერად ოპტიმისტურად არიან განწყობილნი“ და აღნიშნავენ, რომ ამ მოლაპარაკებებში დიდი გარღვევა იქნება მიღწეული იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფოს მეთაურები მონაწილეობას მიიღებენ - წერს გამოცემა YNIANI.