პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
უკრაინის ეროვნულმა პოლიციამ კიევის ოლქში, ირპენში მუშაობა განაახლა. ინფორმაციას პოლიციის უფროსი, იგორ კლიმენკო სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ ავრცელებს.
„კიევის ოლქის პოლიციის წარმომადგენლები ამ მრავალტანჯული ქალაქის ტერიტორიაზე მზად არიან, შეასრულონ საკუთარი საპოლიციო ფუნქციები“, - წერს კლიმენკო .
კლიმენკოს ინფორმაციითვე, ქალაქი დივერსანტებისგან იწმინდება, თუმცა იმ მოსახლეობის დახმარება და გაყვანა, ვინც კვლავ ირპენშია, მთავარ მიზნად რჩება.
„სპეციალური ძალები მჭიდროდ თანამშრომლობენ უკრაინის სამხედრო ნაწილებთან და ეხმარებიან ქალაქში ადგილობრივი ხელისუფლების მუშაობის აღდგენას“, - წერს ის.
კლიმენკოს ინფორმაციითვე, რუსი ოკუპანტები ირპენის დაბომბვას აგრძელებენ.