ავიაკომპანია Lufthansa-ს პილოტმა ჰაერში გონება დაკარგა - თვითმფრინავს 8 წუთი არავინ მართავდა
1747508158
ქალაქ ჯვარში, უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლის, ალიკა ცაავას სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს.
ოჯახი სამძიმარს რამდენიმე დღეა სამძიმარს იღებს. ალიკა ცაავას დღეს ზუგდიდში, საგვარეულო სასაფლაოზე დაკრძალავენ.
ალიკა ცაავა, რუსულ აგრესიას უკრაინაში 16 აპრილს ემსხვერპლა. იგი სამშობლოში კვირას, 24 აპრილს ჩამოასვენეს.
რუსეთ-უკრაინის ომში დაღუპული ქართველებიდან ერთ-ერთის, სენაკელი ბახვა ჩიქობავას ცხედრის ჩამოსვენება საქართველოში ამ დრომდე ვერ ხერხდება.
ცნობილი გახდა, რომ უკრაინაში, კერძოდ, იზიუმში კიდევ ერთი ქართველი ვიტალი ორბელაძე დაიღუპა.
ამ დროისთვის უკრაინაში სულ 11 ქართველია დაღუპული.