1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
ვფიქრობ, უკრაინას ნამდვილად შეუძლია გაიმარჯვოს, - ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა BBC-თან ინტერვიუში განაცხადა.
მისივე თქმით, უკრაინის გამარჯვება არ იქნება ადვილი, მაგრამ მიიჩნევს, რომ გარკვეული თვალსაზრისით პუტინი უკვე დამარცხდა.
„ყველას უნდა მშვიდობა. მათ შორის გაერთიანებულ სამეფოს, ეს რომ მოგვარდეს, ფანტასტიკური იქნება. უნდა გითხრათ, ოპტიმისტურად არ ვარ განწყობილი, რომ პუტინს ეს ნამდვილად სურს. ვფიქრობ, მან გადაწყვიტა ძალისხმევის გაორმაგება და ცდილობს უკრაინის დიდი ქალაქების "გროზნოდ" გადაქცევას. ვფიქრობ, ეს ტრაგიკული შეცდომაა, მაგრამ როგორც ჩანს, ის ამას აკეთებს ამ მომენტში. ამიტომ, დასავლეთმა მეტი უნდა გავაკეთოთ, გავაძლიეროთ სანქციები, გავაგზავნოთ მეტი რაკეტა, როგორც დღეს განვაცხადეთ ამის შესახებ,"- განაცხადა ჯონსონმა.