პუტინს ნათლად ვუთხარით, რომ უკრაინა ნატოს მალე არავითარ შემთხვევაში არ შეუერთდება - ბორის ჯონსონი

boris jonsoni

"ჩვენ პუტინს ნათლად ვუთხარით, რომ უკრაინა უახლოეს მომავალში არავითარ შემთხვევაში ნატოს არ შეუერთდება",- ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა  განაცხადა,

Sky News-ის ინფორმაციით, ბორის ჯონსონმა აღნიშნა, რომ უკრაინის პრეზიდენტის, ვლადიერ ზელენსკის ესმის.

„გუშინ კვლავ ვესაუბრე ვლადიმერ ზელენსკის და რა თქმა უნდა, მესმის, რას ამბობს ის ნატოზე და ამ დროისთვის არსებულ პოზიციაზე”, - დასძინა ბრიტანეთის პრემიერმა.