,,პუტინს ისტერია აქვს, ბუნკერში გადავიდა“ - ალექსეი გონჩარენკო

gonC

,,კარგი წყაროდან მაქვს ინფორმაცია. პუტინმა რუსეთის ფედერაციის შტაბის უფროსი გაათავისუფლა.

პუტინს ისტერია აქვს. ბუნკერში გადავიდა. გარშემომყოფებთან არ ურთიერთობს იმის შიშით, რომ ძალაუფლებისგან ჩამოშორებას შეეცდებიან“ - ამის შესახებ უკრაინელი დეპუტატი ალექსეი გონჩარენკო წერს.

,,პუტინს იმედი ჰქონდა, რომ უკრაინას ერთ დღეში დაიპყრობდა. მაგრამ ეს ყველაფერი არასწორად წარიმართა. როცა ოკუპანტებს ცეცხლით და ჭურვებით ხვდებიან, ხელმძღვანელობა პრობლემას მხოლოდ სამსახურიდან გათავისუფლებით წყვეტს.

ასე არ იგებენ ომებს. მაგრამ კარგია, რომ მტერი პრობლემებს მისი ბუნკერიდანაც კი გრძნობს“, - წერს ალექსეი გონჩარენკო.