პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
"ჩვენ გავუძელით და მტრის თავდასხმებს წარმატებით ვიგერიებთ", – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოსახლეობისადმი მორიგ მიმართვაში განაცხადა.
მისი თქმით, კიევსა და დედაქალაქის ირგვლივ საკვანძო ქალაქებს უკრაინული არმია აკონტროლებს.
„შემიძლია, ეს მიმართვა კარგი ახალი ამბით დავიწყო: ჩვენ გავუძელით და მტრის თავდასხმებს, წარმატებით ვიგერიებთ.
ოკუპანტებს სურდათ ჩვენი სახელმწიფოს ცენტრის დაბლოკვა და აქ საკუთარი მარიონეტების განთავსება, როგორც - დონეცკში.
ჩვენ ჩავშალეთ მათი გეგმა. მათ ჩვენზე ვერანაირი უპირატესობა ვერ მოიპოვეს. ჩვენს ქუჩებში, კიევის ცაზე, ვასილკოვში, ვიშგოროდში მიმდინარეობს ბრძოლა კიევისთვის.
მტერმა ჩვენს წინააღმდეგ გამოიყენა ყველაფერი: რაკეტები, გამანადგურებელი მოწყობილობები, უპილოტო თვითმფრინავები, არტილერია, დივერსანტები, დესანტი...
ოკუპანტები საცხოვრებელ უბნებს უტევენ. ცდილობენ, ენერგოობიექტების განადგურებას. ძალიან მზაკვრული ტაქტიკა აქვთ“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.