ხარების საჯარო სკოლა სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
1730749299
მამა პეტრე კოლხი უკრაინაში ბოლო საათებში განვითარებულ სასტიკ პროცესებს ეხმაურება.
„საკუთარ ქმედებებზე უკეთ ვერავინ დაგვახასიათებს. რუსეთმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, სინამდვილეში როგორია მისი რწმენა და დამოკიდებულება რწმენისადმი. ნათქვამია, ყველაზე მტაცებელი ცხოველიც კი არ ერჩის ბავშვსო. პუტინმა ბავშვების და მშობიარე ქალების დაბომბვაც დაიწყო. მან ჯერ კიდევ არ იცის, როგორ დაიწვება ჯოჯოხეთის ცეცხლში.
ამ უდიდეს ტრაგედიაში, კიდევ უფრო შემზარავი ტრაგედია ის არის, რომ ისევ არსებობენ ადამიანები, რომლებიც თვლიან, რომ პუტინის მიერ წამოწყებული ომი საჭირო იყო, იმისთვის, რომ ცოდვისგან იხსნას კაცობრიობა. პუტინი თავის თავს განსაწმენდელად მიიჩნევს, მისი მიმდევრები ალილუიას უგალობენ.
იმაზე დიდი ცოდვა, დანაშაული რა უნდა იყოს, ვიდრე პატარების სიკვდილია, ამხელა მსხვერპლი არავის სჭირდება, ეშმაკის გარდა. მიჭირს, მე პირადად ამ უბედურების სიმშვიდით მიღება.. ველოდები ღვთის სამართლიანობას!“, - წერს მოძღვარი.