დასავლეთი ხმას არ იღებს უკრაინაში ყველაფერ რუსულის წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯებზე - სერგეი ლავროვი

ლავროვი

ამერიკელები არ მალავდნენ იმ ფაქტს, რომ თურქეთი, ინდოეთი, ეგვიპტე, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნები და ჩინეთი არ უერთდებიან ამერიკის სანქციებს. ეს არის უპატივცემულობა დიდი ქვეყნებისთვის, მაგრამ ამერიკელები ყველაფერს აკეთებენ, როდესაც საკითხი ეხება რუსოფობიას, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა.

„რაც შეეხება ჰოსპიტლებსა და სამშობიაროებს, მე უკვე ვთქვი, მაგრამ თქვენ არ მისმენდით, ჩვენ განვაცხადეთ ამასთან დაკავშირებით, ჩვენ გვინდა, მოვაგვაროთ კონფლიქტი დიპლომატიური საშუალებებით, ჩვენ ნატო-სა და ამერიკას გავუგზავნეთ მოთხოვნები უსაფრთხოების თვალსაზრისით, რომელიც მოიცავს კონტინენტის ყველა ქვეყანას უკრაინის ჩათვლით და იყო მთელი რიგი სხვა საკითხები საფრთხის შექმნის თავიდან აცილებასთან დაკავშირებით რუსეთის ფედერაციის ადგილზე“, – განაცხადა ლავროვმა.

ლავროვის თქმით, „პრეზიდენტმა პუტინმა ახსნა, რატომ განახორციელა სპეციალური სამხედრო ოპერაცია“.

„ჩვენ გვინდა, უკრაინა იყოს მეგობრული, დემილიტარიზებული, ნეიტრალური, რომელიც საფრთხეს არ უქადის, რომელიც არ გახლავთ ნაცისტური სახელმწიფო, რომელიც არ აკრძალავს რუსულ კულტურას, რუსულ ენას, რუსულ მართლმადიდებლურ ეკლესიას. ყველა ჩვენი მოთხოვნა კოლეგებთან დაკავშირებით, რომ უკრაინელი ლიდერები მოსულიყვნენ გონებაზე, იყო იგნორირებული. რაც შეეხება რუსულ ენას, როდესაც ოფიციალურ ენასთან დაკავშირებით კანონი მიიღებოდა, იყო ჩაწერილი, რომ მხოლოდ უკრაინული ენის გამოყენება შეიძლება და სხვა ენები იკრძალებოდა მათ სწავლებასთან დაკავშირებით. ბულგარეთი და უნგრეთიც კი იყვნენ იმედგაცრუებული ამასთან დაკავშირებით, მაგრამ უკრაინულმა ხელისუფლებამ ძალიან მარტივი რაღაც გააკეთა, მიიღო ევროკავშირის ენები და მხოლოდ რუსული ენა იყო ფაქტობრივად აკრძალული, თუმცა უკრაინული კონსტიტუცია იძლევა რუსული ენის გამოყენების უფლებას. დასავლეთი ხმას არ იღებს უკრაინაში ყველაფერ რუსულის წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯებზე. მაგალითად, ნატო-მ დაბომბა იუგოსლავია და კოსოვოს ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, დამოუკიდებლობა იყო გამოცხადებული, თითქმის ყველა დასავლურმა ქვეყანამ, როგორც დემოკრატიის ნიშანი, ისე მიიღო ეს გადაწყვეტილება. ანუ, მომავლის არჩევის თვალსაზრისით სხვადასხვა ხალხების მხრიდან, არ უნდა იყვნენ დიდი ქვეყნები, რომლებიც თავის აზრს ახვევენ პატარა ქვეყნებს. მაგალითად, როგორიც არის ბალკანეთის რეგიონი, მაგრამ ეს არ ეხებოდა უკრაინას, ეს ეხებოდა აგრესიას ყველაფრის წინააღმდეგ, რაც არის რუსული, რაც არის ინტერესები – რელიგია, ენა, უსაფრთხოება და ბევრი სხვა რამ. დასავლური პასუხი ჩვენს ქმედებებზე ხმამაღალია“, – განაცხადა სერგეი ლავროვმა.