პუტინმა ბევრი შეცდომა დაუშვა, რუსეთში ფიქრობდნენ, რომ უკრაინა წინააღმდეგობას ვერ გაუძლებდა - შარლ მიშელი

შარლ მიშელი

„უკრაინას ფინანსური და ჰუმანიტარული დახმარება სჭირდება. ჩვენ უნდა მოვახერხოთ უკრაინის რეკონსტრუქცია. უკრაინა ომს მოიგებს. თუ დააკვირდებით სიტუაციას, პუტინმა ბევრი შეცდომა დაუშვა. ის ფიქრობდა, რომ ევროკავშირი ერთიან პოზიციაზე ვერ შეთანხმდებოდა. რუსეთში ფიქრობდნენ, რომ უკრაინა წინააღმდეგობას ვერ გაუძლებდა და რამდენიმე დღეში დანებდებოდა", - ამის შესახებ CNN-თან ინტერვიუში ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა განაცხადა.

"თუმცა მსოფლიომ დაინახა, რომ რუსული არმია არც ისეთი უძლეველია, მათმა კორუფციამ კი შესაბამისი შედეგებიც დადო. ნატო გაფართოვდება, მასში შევა ფინეთი და შვედეთი. ეს ნიშნავს, რომ ჩვენი ფუნდამენტური ღირებულებები უნდა დავიცვათ, ჩვენ ომის დასრულება გვინდა და არა მისი გაფართოება. უკრაინამ თავისი არჩევანი გააკეთა, ის ევროკავშირის მხარესაა, ევროპის მხარესაა.

უკრაინელებმა ევოლუცია განიცადეს ჯერ კიდევ 2014 წელს. რამდენიმე კვირაში დაიდება უკრაინის განაცხადზე პასუხი. რაც შეეხება სერბეთს, რომელსაც ევროკავშირში უნდა გაწევრიანება და რუსეთის სანქციებს არ უერთდება. მე ვაცნობიერებ, რომ სერბეთი მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული რუსულ ენერგორესურსებზე. შესაბამისად, არსებობს ბევრი სირთულე“, - აცხადებს შარლ მიშელი.