პუტინის წინააღმდეგ ბაიდენისგან ბრალდებების მოსმენა უცნაურია - დიმიტრი პესკოვი

პესკოვი

"უცნაურია პუტინის წინააღმდეგ ბაიდენისგან ბრალდებების მოსმენა, რომელიც იუგოსლავიის დაბომბვისა და ხალხის მკვლელობის მოწოდებით გამოდიოდა",  - ასე გამოეხმაურა კრემლის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი შეერთებული შტატების პრეზიდენტის მიერ დღეს, ვარშავაში გაკეთებულ განცხადებას, რომელშიც ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს „ყასაბი“ უწოდა.

„რა თქმა უნდა, ყოველ ჯერზე, ასეთი პირადი შეურაცხყოფა ავიწროებს შესაძლებლობის ფანჯარას ჩვენი ორმხრივი ურთიერთობებისთვის აშშ-ის ამჟამინდელი ადმინისტრაციის პირობებში, ამის გაცნობიერება აუცილებელია ", - განუცხადა პესკოვმა რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „TASS-ს“.