ზოდიაქოს 4 ნიშნისთვის 2025 წელი განსაკუთრებით იღბლიანი იქნება
1732220591
„რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ახლად დაუფიქრებლად მოქმედებს უკრაინაში შეჭრასთან დაკავშირებით“,- განაცხადა აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ ერთ-ერთ ინტერვიუში.
„პუტინი ყოველთვის დაუნდობელი იყო როგორც თავისი ხალხის, ასევე სხვების მიმართ. ის ყოველთვის გახვეული იყო ამ გაუკუღმართებული, დამახინჯებული წყენისა და ეთნიკური ნაციონალიზმის გრძნობით. პუტინის ეს ნაწილი, ვფიქრობ, ყოველთვის არსებობდა. რაც ჩვენ უკრაინაში შეჭრისას ვნახეთ ის უგუნურობა, რომელსაც 8-10 წლის წინ, მისგან ვერ წარმოვიდგენდით. მიუხედავად ამისა, საფრთხე ყოველთვის იყო“,- განაცხადა ყოფილმა პრეზიდენტმა.
ამასთან, ბარაკ ობამამ პირდაპირ არ გასცა პასუხი კითხვას, რას გააკეთებდა ის სხვაგვარად თანამდებობაზე ყოფნისას, მათ შორის, როდესაც რუსეთმა 2014 წელს ყირიმის ანექსია მოახდინა.
„მნიშვნელოვანია არ მივიჩნიოთ, რომ ჩვენ დემოკრატიას მოფრთხილება არ სჭირდება. ამის გამო, მათ, ვისაც თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის სჯერა გვერდით უნდა დავუდგეთ“, - უპასუხა ბარაკ ობამამ.