პუტინი უკრაინელი ხალხის იდენტობის განადგურებას ცდილობს - ჯო ბაიდენი

baideni

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ვლადიმერ პუტინი უკრაინელი ხალხის კულტურისა და იდენტობის განადგურებაში დაადანაშაულა.

მისი თქმით, პუტინის ქმედებების მიზანი არის აღმოფხვრას უკრაინელი ერის კულტურა და თავს დაესხას წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგს.

„რუსეთი თავს ესხმის სკოლებს, საბავშვო ბაღებს, საავადმყოფოებს, მუზეუმებს. არ აქვს სხვა მიზანი, გარდა კულტურის განადგურებისა. ახორციელებს პირდაპირ თავდასხმებს წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის ფუნდამენტურ პრინციპებზე”, – განაცხადა ბაიდენმა.

ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტმა მაღალი შეფასება მისცა გლობალური თანამშრომლობის სიძლიერეს რუსული აგრესიის საწინააღმდეგოდ და აღნიშნა, რომ პუტინმა მთელი ევროპის „ნატოიზაცია” მოახდინა შვედეთისა და ფინეთის წახალისებით, ეძიონ გაწევრიანება თავდაცვის ალიანსში.

„ქმედებები, რომლებიც განახორციელა პუტინმა, ჩემი შეხედულებით, იყო ევროპის „ფინეთიზაციის” მცდელობა, გაეხადა ის სრულად ნეიტრალური, ამის ნაცვლად მან მოახდინა მთელი ევროპის „ნატოიზაცია”, – განაცხადა ბაიდენმა.