რა თანხა გამოიმუშავა მერაბ დვალიშვილმა UFC 311-ზე
1737287303
უკრაინის სახალხო დამცველის ლუდმილა დენისოვას განცხადებით, ოკუპანტები ყირიმის მოსახლეობას აიძულებენ დაჭრილი სამხედროებისთვის სისხლი ჩააბარონ.
მისი თქმით, დროებით ოკუპირებულ კუნძულზე სამედიცინო დაწესებულებები ვერ უმკლავდებიან დატვირთვას.
„სისტემატურად ვიღებ ინფორმაციას დაჭრილი რუსი სამხედროების შესახებ საავადმყოფოებში. დროებით ოკუპირებულ კუნძულზე სამედიცინო დაწესებულებები ვერ უმკლავდებიან ასეთ დატვირთვას, კატასტროფულად აკლიათ სისხლი. ამის გამო კომპანიები აიძულებენ თანამშრომლებს სისხლი ჩააბარონ. ექიმები ითხოვენ სისხლის მარაგების გაზრდას, რომ ეყოს 1500 რეციპიენტს. ასევე შეჩერდა უფასო სამედიცინო დახმარება“, - ამბობს დენისოვა.