5 ცალი დაფნის ფოთოლი, შეკარით წითელი ძაფით... - თუ ფიქრობთ ვიღაცამ გაგთვალათ, ეს წაიკითხეთ
1742878427
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან სატელეფონო საუბრის დროს უარყო ფაქტები, რომ რუსეთის ჯარი უკრაინის ქალაქებს ბომბავს.
როგორც კრემლის მიერ პარასკევს გავრცელებულ ცნობაშია ნათქვამი, შოლცმა შეშფოთება გამოხატა მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლის შესახებ ცნობების გამო.
„ამასთან დაკავშირებით ვლადიმირ პუტინმა თქვა, რომ რუსეთის სამხედროები მშვიდობიანი მოქალაქეების უსაფრთხოების შესანარჩუნებლად ყველა ზომას მიმართავენ.“ ცნობის თანახმად, პუტინმა თქვა, რომ ინფორმაცია კიევისა და სხვა დიდი ქალაქების დაბომბვის შესახებ „უხეში პროპაგანდისტული სიყალბეა.“
გარდა ამისა, კრემლის განცხადების თანახმად, პუტინმა შოლცთან საუბარში კვლავ გაიმეორა, რომ უკრაინელ „ნაციონალისტებს“ და „ნეონაცისტებს“ „მძევლებად“ ჰყავთ აყვანილი უცხოელი სტუდენტები, რომლებსაც ისინი ცოცხალ ფარად იყენებენ. მოსკოვის თანახმად, პუტინმა შოლცს მოუწოდა, გავლენა მოახდინოს უკრაინის ხელისუფლებაზე, რომ უცხოელები რაც შეიძლება სწრაფად გაათავისუფლონ და მათი უსაფრთხო ევაკუაცია მოახდინონ.
რუსეთი რამდენიმე დღეა ამტკიცებს, რომ უკრაინული მხარე სამოქალაქო მოსახლეობას და უცხოელებს ცოცხალ ფარად იყენებს. მაგრამ ამის დამადასტურებელი საბუთები არ მოიპოვება.