პუტინი: რუსეთმა დასავლეთის სანქციების უპრეცედენტო ზეწოლას გაუძლო

vladimer putini

პუტინს მიაჩნია, რომ რუსეთმა დასავლეთის სანქციების უპრეცედენტო ზეწოლას გაუძლო. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ეკონომიკურ საკითხებზე გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა. 

რუსეთის პრეზიდენტის თქმით, ევროპისა და აშშ-ის მცდელობა, სანქციების დახმარებით, ქვეყნის საბანკო სისტემის კოლაფსი გამოეწვია, ჩაიშალა.

„აშკარაა, რომ ბოლო წლებში ეკონომიკისთვის მთავარი უარყოფითი ფაქტორი იყო სანქციების ზეწოლა, კიდევ ერთი სანქციები დასავლეთის ქვეყნების მხრიდან. გათვლა იყო სწრაფად შეერყია ფინანსური და ეკონომიკური მდგომარეობა ჩვენს ქვეყანაში, გამოეწვია პანიკა ბაზრებზე, საბანკო სისტემის კოლაფსი და მაღაზიებში საქონლის მასშტაბური დეფიციტი.

მაგრამ უკვე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ რუსეთის მიმართ ასეთი პოლიტიკა ჩავარდა, ეკონომიკური ბლიცკრიგის სტრატეგია ჩავარდა. უფრო მეტიც, სანქციები არ იყო უშედეგო თვით ინიციატორებისთვის. ვგულისხმობ ინფლაციისა და უმუშევრობის ზრდას, აშშ-სა და ევროპის ქვეყნებში ეკონომიკური დინამიკის გაუარესებას, ევროპელების ცხოვრების დონის ვარდნას, მათი დანაზოგების გაუფასურებას.

რუსეთმა გაუძლო დასავლეთის სანქციების უპრეცედენტო ზეწოლას. დასავლეთის მცდელობა, სანქციების დახმარებით, განახორციელოს საბანკო სისტემის კოლაფსი და წარმოქმნას საქონლის დეფიციტი, ჩაიშალა. რუსეთის ფედერაციაში ინფლაცია სტაბილურია, მაგრამ ინფლაცია 8 აპრილის მდგომარეობით 17,5%-ია. ეს ყველაფერი, ცხადია, მოსახლეობის ბიუჯეტზე აისახება, ამიტომ, ჩვენს მოქალაქეებს მხარი უნდა დავუჭიროთ. ხანმოკლე აჟიოტაჟის შემდეგ, რუსეთში მოთხოვნა რიგ საქონელზე დაბრუნდა. აუცილებელია, დაჩქარდეს გარდამავალი საგარეო ვაჭრობა რუბლში და პარტნიორი ქვეყნების ეროვნულ ვალუტაში," - განაცხადა პუტინმა.