პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: ვარშავაში ახალგაზრდა უკრაინელ დალაქთან დავდივარ და მასთან კითხვა მაქვს - „რას აკეთებ აქ? ნუთუ, არ უნდა იცავდე შენს ქვეყანას?

რადოსლავ სიკორსკი

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ სიკორსკიმ განაცხადა, რომ უკრაინამ მობილიზაციის შესახებ კანონი ერთი წლის დაგვიანებით მიიღო.

მისი თქმით, უმჯობესია ასეთი კანონების მიღება მაშინ, როდესაც ჯერ კიდევ ბევრი მოხალისეა ქვეყანაში.

„მაგრამ მაინც, ის, რასაც პოლონეთში ვხედავ, ცოტა გასაკვირია.

ვარშავაში ახალგაზრდა უკრაინელ დალაქთან ვიჭრი თმას. და მასთან კითხვა მაქვს: „რას აკეთებ აქ? ნუთუ, არ უნდა იცავდე შენს ქვეყანას?“

პოლონეთში ჩვენ არ ვუხდით სოციალურ შეღავათებს ასეთ შრომისუნარიან ლტოლვილებს. მათ უნდა უზრუნველყონ საკუთარი თავი ან იმუშაონ. მაგრამ დასავლეთ ევროპის მთავრობები უფრო გულუხვი არიან. მაგრამ მე მაქვს კითხვა: ნორმალურია თუ არა ფინანსური სტიმულის შექმნა უკრაინელი მამაკაცებისთვის, რომ იცხოვრონ ევროკავშირში და არა უკრაინაში?“ - აღნიშნა პოლონეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.