1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
უკრაინაში ვიზიტით მყოფმა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, მატეუშ მორავეცკიმ რუსეთთან მეზობლობა ვულკანის გვერდით ცხოვრებას შეადარა. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ პოლონეთი მხარს უჭერს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.
„ევროპის ჩვენი ნაწილი მიწისძვრასა და ვულკანის ამოფრქვევას განიცდის. თუმცა, მერე რა? როდესაც ისეთი მეზობელი გყავს, როგორიც რუსეთია, შთაბეჭდილება გვრჩება, რომ ვულკანის გვერდით ვცხოვრობთ. ჩვენ გვესმის, რა ღირებულია უსაფრთხოება, კავშირები, უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობა.
გვსურს, ასეთი მხარდაჭერა გავუწიოთ უკრაინას. უკრაინისათვის ასეთ მხარდაჭერას ვთხოვთ ევროკავშირსა და ნატოს. თუმცა, პოლონეთი მზად არის, უკრაინას დახმარება გაუწიოს გაზის სფეროში, თავდაცვისუნარიანობის საკითხებში, ეკონომიკის სტაბილიზაციასა და ჰუმანიტარულ საკითხებში“, - აღნიშნა მატეუშ მორავეცკიმ.