გამოვლინდა ასაკი, რომლის შემდეგაც იწყება ტვინის დაბერება
1763308071
პოლონეთის პრემიერ-მინისტრი, მატეუშ მორავეცკის თქმით, დაუყოვნებლივ უნდა შეიკრიბოს ევროსაბჭო რუსეთისთვის სანქციების დასაწესებლად.
მისი თქმით, თვითგამოცხადებული რესპუბლიკების აღიარების გადაწყვეტილება წარმოადგენს საბოლოო უარს დიალოგზე და არის საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევა.
„თვითგამოცხადებული რესპუბლიკების აღიარების გადაწყვეტილება წარმოადგენს საბოლოო უარს დიალოგზე და არის საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევა. უკრაინის წინააღმდეგ ეს აგრესიაა, რომელსაც პასუხი უნდა გაეცეს ერთმნიშვნელოვნად დაუყოვნებლივი სანქციების მეშვეობით.“ - წერს სოციალურ ქსელში მატეუშ მორავეცკი.