შუქი გაითიშება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი

ნათურა

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. 

კომპანიის ცნობით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 13 ოქტომბერს 02:00-იდან 05:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს მცხეთის და დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში: მუხრანი, მთა ვარცლა, ფასანაური, არშა, ახატანი, ჭოპორტი და მიმდებარე სოფლებში;

02:00-იდან 02:10 საათამდე აბონენტებს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში: საგურამო, ბიწმენდი, ცხვარიჭამია და მიმდებარე სოფლებში;

04:50-იდან 05:00 საათამდე აბონენტებს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ნავდარაანთკარი, საგურამო, ცხვარიჭამია, ბიწმენდი და მიმდებარე სოფლებში;

13:00-იდან 16:00 საათამდე აბონენტებს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ძველი ქანდა, ციხისძირი, მუხრანი და მიმდებარე სოფლებში;

16:00-იდან 18:20 საათამდე აბონენტებს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ბაზალეთი, ჩანადირთკარი, უნდილაანთკარი, შალიკიანთკარი და მიმდებარე სოფლებში.

„სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

✕