პოდოლიაკი Financial Times-ის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციას უარყოფს

მიხაილო პოდოლიაკი

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მეთაურის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი Financial Times-ის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციას უარყოფს, რომლის მიხედვითაც, უკრაინამ და რუსეთმა, სავარაუდოდ, 15-პუნქტიან სამშვიდობო გეგმაში მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიეს.

პოდოლიაკი აღნიშნავს, რომ მხოლოდ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ უკრაინის მოთხოვნებს ადასტურებს.

"მოკლედ, Financial Times-მა გამოაქვეყნა მასალა, რომელშიც ნაჩვენებია რუსული მხარის მოთხოვნა და მეტი არაფერი. უკრაინულ მხარეს თავისი პოზიციები აქვს. ერთადერთი, რასაც ამ ეტაპზე ვადასტურებთ, არის ცეცხლის შეწყვეტა; რუსული ჯარების გაყვანა და უსაფრთხოების გარანტიები რიგი სახელმწიფოებიდან".- წერს პოდოლიაკი.