დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
უკრაინამ და რუსეთმა მოლაპარაკებებში მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიეს. ამის შესახებ ინფორმაციას „ფაინენშალ თაიმსის“ მოლაპარაკებაში ჩართულ სამ პირზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც გამოცემა წერს, წინასწარი სამშვიდობო გეგმის 15 პუნქტთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი პროგრესი მიღწეულია, მათ შორის ცეცხლის შეწყვეტისა და რუსეთის ჯარის გაყვანის საკითხზე, თუ კიევი გამოაცხადებს ნეიტრალიტეტს და დათანხმდება შეიარაღებული ძალების შეზღუდვას.
როგორც „ფაინენშალ თაიმსი“ წერს, უკრაინულმა და რუსულმა მხარეებმა სავარაუდოდ შეთანხმების დეტალები პირველად სრულად ორშაბათს განიხილეს. ეს შეთანხმება ითვალისწინებს კიევის უარს ნატო-ს ამბიციებზე და დაპირებას, რომ უკრაინაში უცხოური სამხედრო ბაზები ან შეიარაღება არ განთავსდება, სანაცვლოდ კი, უკრაინის დაცვის გარანტიას აიღებენ მისი მოკავშირეები, მათ შორის აშშ, დიდი ბრიტანეთი და თურქეთი.