დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
უკრაინის პრეზიდენტმა კონგრესს მიმართა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის არასაფრენ ზონად გამოცხადება კიდევ ერთხელ მოითხოვა, ისაუბრა მოიერიშე თვითმფრინავების და დამატებითი სანქციების საჭიროებაზე.
უკრაინის პრეზიდენტმა ახსენა ახალი უსაფრთხოების ალიანსის შექმნის აუცილებლობა, მისი თქმით არსებობს მსგავსი ალიანსი, თუმცა ისინი ახლა ვერ იცავენ უკრაინელ მოსახლეობას.
„თითქმის 45 წლის გახლავართ, ჩემი ასაკი შეჩერდა, დრო შეჩერდა, როდესაც ასობით ბავშვის გული გაჩერდა. ჩვენ უნდა შევაჩეროთ ეს სიკვდილის მანქანა და ესაა ჩემი უმთავრესი მისია. მე უნდა ვემსახურო ჩემ უკრაინელ ხალხს, და როგორც ჩემი ერის ლიდერი მივმართავ პრეზიდენტ ბაიდენს, თქვენ ბრძანდებით უდიდესი ქვეყნის ლიდერი და გისურვებთ, რომ გახდეთ მსოფლიო ლიდერი და მსოფლიო ლიდერობა ნიშნავს, რომ იყოთ მშვიდობის ლიდერი. დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ. დიდება უკრაინას," - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კონგრესის მიმართვისას.