პარიზის სამიტზე უკრაინასა და ევროპას შორის ურთიერთობის განვითარების სამი მიმართულება გამოვლინდა, რომელიც არ უნდა გადაიდოს 5, 10 ან 14 წლით - მიხაილ პოდოლიაკი

mixail podoliaki

პარიზში გამართულ სამიტზე უკრაინასა და ევროპას შორის ურთიერთობების შემდგომი განვითარების სამი ძირითადი მიმართულება გამოვლინდა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველმა, მიხაილ პოდოლიაკმა განაცხადა.

„პირველი, ევროპა დამოუკიდებლად განავითარებს თავის თავდაცვით კომპლექსს ან უსაფრთხოების არქიტექტურას. მეორე კომპონენტი არის, რომ უკრაინა არის ამ უსაფრთხოების არქიტექტურის განუყოფელი ნაწილი და ეს მოითხოვს აქტიურ ინვესტიციებს ან საკოორდინაციო გეგმის აქტიურ ქმედებებს ევროპელი პარტნიორებისგან. მესამე კომპონენტი არის ის, რომ ეს აუცილებლად უნდა გაკეთდეს დღეს და არ გადაიდოს 5, 10 ან 14 წლით“, – ხაზგასმით აღნიშნა მიხაილ პოდოლიაკმა.

ამასთან, მისი თქმით, უკრაინის შეიარაღებული ძალების რეფორმა გულისხმობს სხვა ტიპის კონტროლის სისტემას, სხვა ტიპის იარაღს, ინვესტიციებს ყველა ამ პროგრამაში.

„შეიარაღებული ძალები ბევრად უფრო დიდი უნდა იყოს. სრულმასშტაბიანი შემოჭრის დაწყებამდე იყო გარკვეული რაოდენობის ხალხი, ვინც უნდა ყოფილიყო უკრაინის შეიარაღებულ ძალებში. არმია უნდა გაიზარდოს და შეივსოს სრულიად განსხვავებული ტიპის ტექნიკით, ყოველ შემთხვევაში იმ ტექნიკით, რომელსაც ვიყენებთ, მაგრამ ეს ყველაფერი არის უკრაინის შეიარაღებული ძალების რეფორმირება“, – განაცხადა მიხაილ პოდოლიაკმა.

მისი თქმით, პარიზში განიხილეს სამხედრო დახმარების პაკეტების მნიშვნელოვანი ზრდა კონკრეტული ქვეყნებიდან.