ორბანი ზელენსკის გამარჯვების გეგმას შიშის მომგვრელს უწოდებს

 ვიქტორ ორბანი

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის გამარჯვების გეგმას შიშის მომგვრელს უწოდებს.

ორბანის განცხადებით, ევროკავშირმა უკრაინაში ომთან მიმართებით სტრატეგია უნდა შეცვალოს და მისი მშვიდობიანი გზით დასრულებაზე იზრუნოს.

უნგრეთის პრემიერი მიიჩნევს, რომ უკრაინის სამხედრო დახმარებით ვითარების ესკალაციის რისკი იზრდება, დასავლეთი კი ომიდან მშვიდობის სტრატეგიაზე გადასვლით უფრო მომგებიან პოზიციას დაიკავებს.