ომის დაწყებიდან უკრაინაში 213 ბავშვი დაიღუპა

ბავშვები

უკრაინაში ომის დაწყებიდან 213 ბავშვი დაიღუპა. 

„რუსეთის ფედერაციის სრულმასშტაბიანი შეიარაღებული აგრესიის ორი თვის განმავლობაში უკრაინაში 602-ზე მეტი ბავშვი დაზარალდა. ოფიციალური მონაცემებით, 24 აპრილის დილის მდგომარეობით, 213 ბავშვი დაიღუპა და 389-ზე მეტი დაშავდა“, - ნათქვამია გენერალური პროკურატურის განცხადებაში.

გენერალურმა პროკურატურამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს ციფრები არ არის საბოლოო, რადგან გრძელდება მონაცემების დაზუსტება დროებით ოკუპირებულ და გათავისუფლებულ ტერიტორიებზე აქტიური საომარი მოქმედებების ადგილებში.

გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების მიერ უკრაინის ქალაქებისა და სოფლების დაბომბვისა შედეგად დაზიანდა 1500 სასწავლო დაწესებულება, მათგან 102 მთლიანად განადგურდა.