რამდენად იყიდით დოლარს და ევროს - 15 ოქტომბრის ვალუტის კურსი
1728937198
აშშ უკრაინის მთავრობას დამატებით 4.5 მილიარდ დოლარს გამოუყოფს. ამის შესახებ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოში განაცხადეს.
დაფინანსება, რომელიც კოორდინირებულია აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტთან მსოფლიო ბანკის მეშვეობით, გადაეცემა უკრაინის მთავრობას ტრანშებით.
ახალი საბიუჯეტო სახსრები დაეხმარება უკრაინის მთავრობას შეინარჩუნოს არსებითი ფუნქციები, მათ შორის სოციალური და ფინანსური დახმარების გაწევა ღარიბი მოსახლეობისთვის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისა და მილიონობით იძულებით გადაადგილებული პირისთვის.
მსოფლიო ბანკის შეფასებით, უკრაინელების 55% 2023 წლის ბოლოსთვის სიღარიბეში იცხოვრებს ომისა და დევნილთა დიდი რაოდენობის გამო.
საბიუჯეტო მხარდაჭერამ უკრაინის მთავრობას საშუალება მისცა შეენარჩუნებინა გაზისა და ელექტროენერგიის მიწოდება საავადმყოფოებში, სკოლებსა და სხვა მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურაში.
”ეს ეკონომიკური დახმარება მნიშვნელოვანია უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად მაშინ, როდესაც ისინი იცავენ თავიანთ დემოკრატიას რუსეთის არაპროვოცირებული აგრესიული ომისგან”, - განაცხადა აშშ-ის ხაზინის მდივანმა, ჯანეტ იელენმა.