პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
281-ე დღეა უკრაინაში რუსული აგრესია გრძელდება. უკვე რამდენიმე კვირაა ფრონტის ხაზის ყველაზე ცხელი წერტილი დონეცკის ოლქის ქალაქ აბახმუტია.
საოკუპაციო ძალებმა გვიან ღამით ოზარიანოვკისა და ანდრეევკის დასახლებებს შეუტიეს.
უკრაინის შეიარაღებული ძალების ცნობით, ოკუპანტები რეგიონში სარკინიგზო მაგისტრალზე კონტროლის მოპოვებას ცდილობენ, თუმცა, უშედეგოდ. უკრაინის თავდაცვითი ძალები ოკუპანტების მოგერიებას განაგრძობენ.
რუსული აგრესია არ წყდება უკრაინის სამხრეთ ნაწილშიც. საოკუპაციო ძალების სამიზნეში ისევ კრიტიკული ინფრასტრუქტურა ხვდება. ქვეყნის ელექტროსისტემის შემდეგ ოკუპანტებმა მიზანში ზაპოროჟიეს გაზსადენი ამოიღეს. შედეგად რეგიონს ბუნებრივი გაზი არ მიეწოდება.