პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
გერმანიამ ჰოლოდომორი უკრაინული ერის გენოციდად აღიარა. 30 ნოემბერს გერმანულმა ბუნდესტაგმა შესაბამის რეზოლუციას ხმა მისცა.
რეზოლუცია, რომელიც ჰოლოდომორს გენოციდად აღიარებს, „სოციალ-დემოკრატიული პარტიის“, „მწვანეების“, „თავისუფალი დემოკრატიული პარტიის“, ისევე როგორც ოპოზიციური „ქრისტიან-დემოკრატიული“ კავშირის დეპუტატების მიერ იყო მომზადებული.
“შიმშილისგან და რეპრესიებისგან მთელი უკრაინა დაზარალდა, არა მხოლოდ მისი მარცვლეული მწარმოებელი რეგიონები. დღევანდელი თვალსაზრისით, როგორც გენოციდის ისტორიულ-პოლიტიკური კლასიფიკაცია აშკარაა. გერმანული ბუნდესტაგი ასეთ კლასიფიკაციას იზიარებს”, - წერია დოკუმენტში.
ბუნდესტაგმა უკრაინაში ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარა. „სოციალ-დემოკრატების“, „მწვანეების“, თავისუფალი დემოკრატებისა და CDU/CSU-ს პარტიების წარმომადგენლების მიერ შემუშავებულ რეზოლუციას მხარი პარლამენტარების უმრავლესობამ დაუჭირა.
24 ნოემბერსб ირლანდიის პარლამენტის ზედა პალატამ, ისევე როგორც მოლდოვის პარლამენტმა, ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარა, ხოლო რუმინეთის პარლამენტმა კი კაცობრიობისა და უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ დანაშაულად .
ჰოლოდომორს გენოციდად მსოფლიოს 20-ზე მეტი ქვეყანა, მათ შორის საქართველო აღიარებს.